X
X

ვაკანსიები

ბრენდ მენეჯერი

კომპანია “GDCC“  აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-17:30სთ;

ანაზღაურებაფიქსირებული 2000 ლარი + საბონუსე სისტემა 500 ლარის ოდენობით;

ბენეფიტები: მობილურზე სასაუბრო დრო, ჯანმრთელობის დაზღვევა.


ფუნქცია-მოვალეობები:

·  უცხოელ მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია(როგორც წერილობითი ასევე ზეპირი);

·  შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;

·  კონკურენტული გარემოს, ბაზრის ტენდენციების და ბრენდის ზრდის შესწავლა/ანალიზი;

·  მიმდინარე და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;

·  გაყიდვების სტიმულირების და  ბრენდის განვითარებისათვის სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შესრულების მონიტორინგი;

·  პრეზენტაციების მომზადება/წარდგენა;

·  სხვადასხვა სახის რეპორტინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·  უმაღლესი განათლება;

·  სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მარკეტინგის მიმართულებით;

·  სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;

·  რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;

·  Microsoft Office-ის ცოდნა საშუალო დონეზე.

 

დამატებითი უნარები:

·  ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

·  მათემატიკური უნარები;

·  დროის მართვის უნარი;

·  შედეგზე ორიენტირებული.

 

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე hr@gdcc.com.ge აგანში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - ბრენდ მენეჯერი.

სახელი გვარი

hr@gdcc.com.ge

ვაკანსიასთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვებზე მოგვწერეთ hr-ის ელ-ფოსტაზე