შპს “ჯი დი სი სი” დაფუძნდა 2016 წელს და გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს სხვადასხვა სეგმენტში. მის პორტფელში წარმოდგენილნი არიან შემდეგი საერთაშორისო მწარმოებლები: ლორეალი, ჯონსონ & ჯონსონი, ფიკოსოტა, რეკიტ ბენკიზერი და ეს სი ჯონსონი . სათაო ოფისი განთავსებულია თბილისში, ხოლო რეგიონალური ოფისები მდებარეობს შემდეგ ქალაქებში: თელავი, გორი, ქუთაისი და ბათუმი. კომპანიაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დასაქმებულია 250-მდე პირი. ეს არის პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციის განვითარებასა და წარმატებას.
Elseve, Excellence, Preference, Casting, Dermo Expertise, L’Oreal Make Up, Maybelline NY, Garnier Color Naturals, Garnier Color Sensation, Garnier Deo Minerals, Fructis, o.b., Carefree, Listerine, Johnson’s Baby ,OGX, Dettol, Veet, Vanish, Airwick, Calgon, Finish, Pronto, Glade, Raid, Off, Mr. Muscle, Salamander, Savex, Teo, Teo Bebe, Emeka, Kamill, Glysolid, Smart, Vilo, Zewa, Cleanic და სხვა.
ჩვენი მიზანია სამომხმარებლო ქსელის მსოფლიო ბრენდების პროდუქციით მომარაგება, კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელება, როგორც სავაჭრო, ისე არა სავაჭრო ობიექტებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას ყველგან, დროულად და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსები და მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კომფორტული გარემოს შექმნაზე.