main

კომპანიის შესახებ

შპს “ჯი დი სი სი” დაფუძნდა 2016 წელს და გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს სხვადასხვა სეგმენტებში.მის პორთფელში წარმოდგენილია შემდეგი საერთაშორისო მწარმოებლები: L’Oreal Paris, Johnson&Johnson’s, SC Johnson, Reckitt Benckiser, Ficosota Syntez, Ergopack და მათი ისეთი პოპულარული ბრენდები როგორებიცაა: Elseve, Excellence, Preference, Casting, Dermo Experise, Men Expert, L’Oreal M-Up, Maybelline NY, Garnier Color Naturals, Garnier Color Sensation, Garnier Deo Minerals, Fructis, Ultra Doux, o.b., Carefree, Listerine, Reach, Johnson’s Baby, Detoll, Veet, Vanish, Airwick, Pronto, Raid, Savex, Teo, Teo Bebe, Milde, Novax და სხვა.

ჩვენი მიზანია სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს ბრენდების პროდუქციით მომარაგება, კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელება, როგორც სავაჭრო ისე არა სავაჭრო ობიექტებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას ყველგან, დროულად და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად.

სათაო ოფისი განთავსებულია თბილისში, ხოლო რეგიონალური ოფისები მდებარეობს შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, გორი და თელავი.

კომპანიაში მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 350-მდე თანამშრომელი. ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციის განვითარებას და წარმატებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსები და მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კომფორტული გარემოს შექმნაზე.

ვაკანსიები









კონტაქტი

თბილისი, მოსკოვის გამზ. 25
თელავი, თბილისის გზატკეცილი 8
გორი, სუხიშვილის 26
ქუთაისი, ორახელაშვილის 14
ბათუმი, მამია ვარშანიძის 122

info@gdcc.com.ge